ჩემს შესახებ


Sally Jolokhava


ავტობიოგრაფია

          მე, სალომე ჯოლოხავა, დავიბადე 1981 წლის 15 ივლისს ქალაქ ფოთში. 1987  წელს შემიყვანეს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ზუმის საშუალო სკოლაში, სადაც დავამთავრე ცხრაწლედი და სწავლა განვაგრძე წალენჯიხის რაიონის სოფელ მიქავაში ლეჯოლოხეს საშუალო სკოლაში, რომელიც დავამთავრე 2000  წელს.
       2000 წელს ჩავაბარე სოხუმის ცოტნე დადიანის სახელობის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის უცხო ენების ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 2005  წელს და მომენიჭა ინგლისური ენის პედაგოგის კვალიფიკაცია.
      2002-2005 წლებში ვმუშაობდი  ნ.მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის ტექნიკური უნივერსტეტის ხობის კოლეჯის ფილიალში და ამავდროულად  თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ხობის მოსამზადებელ სასწავლებელში ინგლისურის ლექტორ-მასწავლებლად. 2005 წლიდან დღემდე ვმუშაობ სსიპ..შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად. ამ ხნის განმავლობაში პერიოდულად ვიმაღლებდი კვალიფიკაციას სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული ტრენინ-მოდულების გავლით. ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას აქტიურად ვნერგავდი ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. სასერთიფიკაციო გამოცდების წარმატებით გავლის შემდეგ სკოლაში (და არა მარტო) კოლეგებს ვეხმარებოდი საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდებისთვის მომზადებაში.ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას დავყოფდი რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპად:
1.....მოსწავლეებთან მუშაობა.
       .... ბავშვებმა სულ სხვა კუთხით დამანახეს ზოგადად ბავშვის სულიერი სამყარო, შემასწავლეს თუ როგორ უნდა გამომეყენებინა დიფერენცირებული მიდგომა სასწავლო პროცესში, მასწავლეს მოსწავლის ფსიქო/ემოციური მდგომარეობის ამოცნობა და ადეკვატური რეაგირება. ნათლად დამანახეს მათი სასწავლო პროცესში ჩართულობის და განსაკუთრებული მიდგომების გამოყენებით სწავლების აუცილებლობა.
2. გაცვლითი პროგრამა.
       2018 წლის 11-20 ნოემბერს ერასმუსის გაცვლითი პროგრამით ვიმყოფებოდი მედია წიგნიერების ათდღიან ტრენინგ კურსზე სომხეთში, სადაც 12 ქვეყნის სხვადასხვა პროფესიის პროფესიონალებთან ერთად გავიზიარე ტრენინგ-კურსი ,,მედიაწიგნიერების დანერგვის საჭიროება სწავლების პროცესში’’. სკოლაში გავაკეთე მაღალი კლასის მოსწავლეებთან სოციალური პროექტი ’’Poverty ’’, რომელშიც მოსწავლეებმა გადაიღეს საინფორმაციო სახის ვიდეოები და ამზადებენ ბლოგს, რომელზეც უნდა ატვირთონ ვიდეომასალა მისი აღწერით.
3. მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და  კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვა
2011  წლიდან დღემდე აქტიურად ვარ ჩართული მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და  კარიერული წინსვლის სქემაში. სქემაში ჩართულობამ საშუალება მომცა გადამეხედა ჩემი პედაგოგიური პრაქტიკისთვის და ეფექტური /მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობებით უფრო სახალისო და საინტერესო გამეხადა სწავლა-სწავლების პროცესი.დამეხვეწა მოსწავლეებთან ურთიერთობის ფორმები და საშუალებები, როგორც დამრიგებლს გამეზარდა ნდობა მოსწავლეს-მშობელს-მასწავლებელს შორის, რამაც გამოიწვია მშობლისა და მოსწავლის აქტიურობა, ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
4. სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვა. 
საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართ გამოვლენილმა მოთხოვნილებება ძირეულად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება სასწავლო პროცესის მიმართ. ეფექტური სასწავლო გარემოს შესაქმნელად ვიყენებ თანამედროვე ინტერაქტიულ მეთოდებსა და სტრატეგიებს,როგორიცაა: თამაშით სწავლება, კონსტრუქტივისტული მიდგომა,ონლაინ რესურსების გამოყენება (ამისთვის უფრო ხშირად ვიყენებ  ჩემ მიერ შექმნილ ონლაინ რესურსებს. მაგ. easyquizzy tests, google drive tests. 
5. კარიერული წინსვლა:
ასევე ვაპირებ წელსვე ვაპირებ სტატუსის შეცვლას უფროსობიდან წამყვანობამდე და ვამუშავებ კვლევას სახელწოდებით ,, თანამედროვე ტექნოლოგიების როლი ინგლისური ენის შესწავლის პროცესში’’.
6. ეთვინინგი
ასევე ვარ ეთვინინგის პროექტში ჩართული მასწავლებელი. ამ პროექტმა მასწავლა ძალიან ბევრი სასწავლო ონლაინ ინსტრუმენტი: მაგ.Padlet, edmondo, www.mylo.dcsf.gov.uk, www.voki.com ,  www.moodle.com , www.flickr.com , www.eurocreator.com , www.doodle.com , www.mycoted.com , http://www.hellomylo.com , Tux Paint , Voice Thread, Vodcast , Webzine  და სხვა. ვიცი  ონლაინ ინსტრუმენტის მორგება და გამოყენება სასწავლო პროცესში. ასევე ვფლობ Office 365 ყველა ონლაინ ინსტრუმენტს კარგად. მაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი (როგორც მოსწავლეებთან, ასევე მათ მშობლებთან და კოლეგებთან), ვფლობ გუნდური და თანამშრომლობითი მუშაობის უნარებს, კარგად ვმეტყველებ ინგლისურ ენაზე. ყოველთვის ვარ მზად  ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო სხვებს. 
    ვმუშაობ ციფრულ   რესურსებზე, რომელიც ასევე საჯარო და გამოყენებადი იქნება სხვებისთვის.~
     მასწავლებელთა კარეიერული წინსვლის სქემის ფარგლებში მონიჭებული მაქვს უფროსი  მასწავლებლის სტატუსი და ვმუშაობ, რომ გავხდე წამყვანი მასწავლებელი.
       ვთვლი, რომ ჩემი წარმატებულობის განმსაზღვრელია ეფექტური კომუნიკაცია და სიახლეების ძიების სურვილი.


No comments:

Post a Comment